03 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
სენატორი ბერნი სანდერსი 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეეცდება

სენატორი ბერნი სანდერსი 2020 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დაკავებას შეეცდება.

დამოუკიდებელმა სენატორმა ვერმონტის შტატიდან გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ რადიოინტერვიუში გააკეთა.

პოლიტიკოსი დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა, მაშინ გადამწყვეტ პრაიმერისში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

77  წლის სენატორმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მან დემოკრატ კოლეგებთან ერთად 2016 წელს პოლიტიკური რევოლუცია დაიწყო და ახლა დროა, ბრძოლა გააგრძელოს.

ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა, ასევე რასისტი, სექსისტი, ჰომოფობი და ქსენოფობი, რომელიც იაფფასიანი პოლიტიკური ქულებს მოპოვებას უმცირესობებისა და მიგრანტების შეურაცხყოფის ხარჯზე მოიპოვებს.

დღის ამბები