03 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
"უნდა ისწავლებოდეს სწორ დროს, სწორი ფორმით და სწორი ადამიანების მიერ" - განათლების საკითხთა ექსპერტი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

განათლების საკითხთა ექსპერტი, რეზო აფხაზავა, არჩევანის ეთერში სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანის საჭიროებაზე საუბრობს.

რეზო აფხაზავას თქმით, მოსწავლეებს სწორად უნდა მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია, რათა დამატებითი გამწვავება არ გამოიწვიოს.

აფხაზავას თქმით, ანატომია სასწავლო პროგრამაში შეტანილია. სწორედ ამიტომ, განათლების საკითხთა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახელწმიფომ უნდა დაარეგულიროს, რომ მასწავლებლებმა სწორად მიაწოდონ მოზარდებს ინფორმაცია.

„ესეც უნდა ისწავლებოდეს სწორ დროს, სწორი ფორმით და სწორი ადამიანების მიერ. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ვამბობთ, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია და ჩვენ სკოლაში უნდა შევიტანოთ. ამ ბევრი ასეთი საკითხის სწორად მიმტანი, სამწუხაროდ, არ გვყავს,“ - განაცხადა აფხაზავამ. 

დღის ამბები