28 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
"ცენტრ პოინტსა" და "M²-ს" შორის შეთანხმება ვერ შედგა

"ცენტრ პოინტსა" და "M²-ს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

განცხადება ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ გააკეთა, თუმცა ირაკლი ხმალაძეს არ დაუკონკრეტებია, ხელშეკრულების რომელი პუნქტი გახდა უთანხმოების მიზეზი.

„აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, მანამ, სანამ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი და საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება,“ - განაცხადა ხმალაძემ.

საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც გარკვეული წინაპირობების სანაცვლოდ , "M2-ს"  "ცენტრ პოინტს" შეჩერებული მშენებლობები უნდა დაესრულებინა.

დღის ამბები