26 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
რჩებიან თუ არა გუნდში - მამუკა მდინარაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ

დილით „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის ერთი ნაწილი თანაგუნდელებს კარისკენ მიუთითებს, მათ შორის არის მამუკა მდინარაძეც, რომელიც კოლეგებს ურჩევს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.

„როდესაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ განახევრებული შემადგენლობა მოსამართლეებისა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მთავარი პრეტენზიაა, რომ შენელებულია ძალიან მართლმსაჯულება და ტემპი არ მოსწონთ, ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ხომ ესეც არის, ამ დროს როდესაც ჩვენ განახევრებას ვუზრუნველყოფთ განახევრებით, ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს. თუ ადამიანები, დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ჩათვლით, აცხადებენ, რომ თუ გუნდი არ მიიღებს ანტიკონსტიტუციურ კანონს და ისეთ კანონს, რომელიც გაანახევრებს მოსამართლეთა შემადგენლობას და შეაფერხებს მართლმსაჯულების  პროცესს,  მე გავდივარ გუნდიდან, ეს იმ დეპუტატის გადასაწყვეტია, რომლის  მსჯელობაც აქამდე მიდის,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა. მან კანონპროექტი არაკონსტიტუციურად შეაფასა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები