26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
დაძაბული ვითარება სოფელ მარადიდში - მოსახლეობამ მშენებარე ჰესთან მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტა

სოფელ მარადიდში დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა მშენებარე ჰესთანაა შეკრებილი. ხალხმა მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტა და ჰესის მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

სიტუაცია მარადიდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი საათის წინ მდინარე ჭოროხმა სოფელი დატბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვა ჰესის მშენებლობასთანაა კავშირში.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაპირისპირების განმუხტვის მიზნით სამართალდამცველები  მოსახლეობასა და ჰესის მშენებლებს შორის ჩადგნენ. 

მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად მთლიანად დატბორილია გზის სავალი ნაწილი. წყალმა სოფლის სასაფლაო და საკარმიდამო ნაკვეთები წაიღო.

 კირნათის ჰესის მშენებლობას თურქული კომპანია "აჭარა ენერჯი" ახორციელებს.

დღის ამბები