26 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
„თუ დეპუტატი ემსახურება ხალხის მოსაზრებას, მაშინ უნდა დატოვოს პარტია" - დავით ჭიჭინაძე

"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას და მის თანაგუნდელებს ურჩევს, პარტიაში იმ იმედით არ დარჩნენ, რომ რაიმეს შეცვლიან.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თუ დეპუტატები ხალხის გვერდით დგანან, მათ პარტია მსგავსი დაპირისპირების დროს უნდა დატოვონ.  

„თუ დეპუტატი ემსახურება ხალხის მოსაზრებას და არა რომელიმე ადამიანის მოსაზრებას, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს და დადგეს ხალხის გვერდით. მე ეს მიმაჩნია სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად და არა იმ ილუზიის დატოვებას, რომ შიგნით რაიმეს შეცვლის. ეს ილუზია მაშინ დამთავრდა ჩემთვის, როდესაც კომუნისტური პარტიის მეთოდით მე გამრიცხეს „ქართული ოცნებიდან,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.  

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მისი და თანამოაზრებიის მიერ მომზადებლი კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს. საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს. 

დღის ამბები