03 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
ძველ თბლისში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მამაკაცმა სომხეთის დროშა დაწვა

ინციდენტი ძველ თბილისში ეთნიკურ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობად შეფასდა - სოციალურ ქსელში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, ისმაილ ოქტაი ზალოვმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ შედის ავლაბარში მდებარე სურფგევორქის ეკლესიაში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე სომხების მისამართით შეურაცხმყოფელ განცადებას აკეთებს.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ის შემდეგ შემდეგ სომხეთის ეროვნულ დროშას ფეხით თელავს და ცეცხლს უკიდებს. ვიდეომასალაში ის აზერბაიჯანელებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

ოქტაი ზალოვი ისრაელში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე და ალიევის ხელისუფლების მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში ვიდეომასალა 2 დღის წინ გავრცელდა, თუმცა ავლაბრის სომხურ ეკლესიაში ამტკიცებენ, რომ ისმაილ ოქტაი ზალოვი ტაძარში 2 დეკემბერს იმყოფებოდა, რაც ტერიტორიაზე განლაგებულ შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერებითაც დასტურდება.

სომხური ეპარქიის იურისტმა ვიდეოჩანაწერები შს სამინისტოს გადასცა. მიხეილ ავაქიანი ეჭვობს, რომ ის საქართველოში პროვოკაციის მოსაწყობად მიზანმიმართულად ჩამოვიდა.

სომხურ ეკლესიაში მომხდარ ინციდენტს გმობენ აზერბაიჯანულ თემში.

სურფგევორქის ეკლესიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივების მუხლით დაიწყო. სამართალდამცავებს ჯერ ოფიციალურად ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, პოლიციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

”კურიერის” ინფორმაციით, ვიდეომასალაში მონაწილე პირმა ქვეყნა დატოვა.

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები