04 მაისი 2024,   00:51
ვრცლად
ალბანეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ალბანეთში ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობას დანაშაულის ჩადენაში, კორუფციასა და ცუდ მმართველობაში ადანაშაულებენ.

გასულ კვირას ანალოგიური დემონსტრაცია შეტაკებებით დასრულდა. მომიტინგეებმა პრემიერმინისტრის ოფისში შეჭრაც სცადეს. შეტაკებების დროს 15 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ არც პოსტის დატოვებას და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს.

დღის ამბები