26 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
"პარლამენტი რა კანონსაც მიიღებს, რა პოლიტიკასაც განსაზღვრავს, ამას საბჭო უნდა მიჰყვეს" - ლევან მურუსიძე

უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები - საკითხზე დახურულ კარს მიღმა მეორე დღეა, საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ საბჭო მიჰყვება იმ კანონს, რომელსაც პარლამენტი განუსაზღვრავს. 

"კანონს უნდა მივყვეთ, სანამ მოქმედებს კანონი, საბჭომ უნდა იმოქმედოს კანონის თანახმად. საბჭო არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე - ეს არის ჩემი პოზიცია. საბჭო თუ დაარღვევს კანონს, ეს იქნება პრობლემა, პარლამენტი რა კანონსაც მიიღებს, რა პოლიტიკასაც განსაზღვრავს, ამას საბჭო უნდა მიჰყვეს." - აცხადებს ლევან მურუსიძე.

არასამთავრობოთა კოალიციას კი 5 პრინციპული საკითხი აქვს, მათი მოთხოვნაა ყველა ეს პრინციპი კანონში გაიწეროს.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მოსამართლეთა უვადო გამწესების პროცესში გახსნილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობა, მოსამართლეების გარდა კონკურსში მონაწილეობის საშუალება ადვოკატებსა და პროკურორებს უნდა მიეცეთ.

მათი აზრით, საბჭოს ის წევრები, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება, პარალელურად არ უნდა ასრულებდნენ საბჭოს წევრის მოვალეობას.

დღის ამბები