26 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
გაუსაძლისი ყოფა მიტოვებულო ვაგონში-დიასამიძეების ორი ოჯახი კუთვნილი მიწების დაკანონებას და მშენებლობის ნებართვას ითხოვს

გაუსაძლისი ყოფა მიტოვებულ ვაგონში - სოციალურად დაუცველი ორი ძმა ცოლ-შვილთან ერთად, ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე  უკვე 15 წელია მძიმე პირობებში ცხოვრობს.

დიასამიძეები ამბობენ, რომ  წინა ხელისუფლების დროს მათ 1400 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცათ, რომელიც 5 ძმის საკუთრება უნდა ყოფილიყო, თუმცა ტერიტორიის დაკანონება მხოლოდ ორმა ძმამ მოახერხა, სამმა კი უსახსრობის გამო ფართობი ვერ დაიკანონა და მხოლოდ ვაგონის ჩადგმა მოახერხა. ახლა კი მერია ამ ფართობს არც არეგისტრირებს და არც მშენებლობის ნებართვას იძლევა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, რომელსაც ოჯახი ითხოვს კერძო პირს ვერ გადაეცემა, რადგან ამ მონაკვეთში საკანალიზაციო არხი გადის და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ძმების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც თვიდან თვემდე არ ჰყოფნით. ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს ვერ ასრულებენ და ერთადერთი, რაც ეიმედებათ, ზაფხულის პერიოდია, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ჩაის საკრეფად გადადიან. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები