04 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
ბავშვთა დაცვისა და სოციალურ მუშაკთა სფეროში არის კრიზისი - გიორგი კანდელაკი

ბავშვთა დაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული კრიზისი - აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილებას „ევროპული საქართველო“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გეგმავს. 

საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ვითარება ამ მხრივ ქვეყანაში კატასტროფულია და მას დაუყოვნებელი რეაგირება სჭირდება.

„ბავშვთა დაცვისა და სოციალურ მუშაკთა სფეროში არის კრიზისი, რეალურად, ბევრი ადამიანი, რომელსაც სჭირდება სოციალური მუშაკის დახმარება, ვერ იღებს კვალიფიციურ დახმარებას. ჩვენთვის ისიც არ არის ცნობილი ბატონი სერგეენკო აღიარებს თუ არა იმას, რომ არის კრიზისი ან რა ხედვა აქვს საერთოდ ამ სიტუაციიდან გამოსვლისა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ბიუროზე საუბარი იქნება ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე, რომელიც ველოტრასებთან დაკავშირებულ დარღვევებზე სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. ასევე, განიხილება მთავრობის მიერ არის მომზადებული ტყის კოდექსის ინიცირებული ვარიანტიც. კანონპროექტების განხილვას მიმდინარე კვირიდან კომიტეტები დაიწყებენ.

დღის ამბები