04 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობა - EMC საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობის ახალი ფორმატი - პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დღეს შეხვედრას გამართავს.

EMC-ში განმარტავენ, რომ კანონპროექტში არსებობს არაერთი საკითხი, რომელზეც მსჯელობასაც ისინი აუცილებლობად თვლიან. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრის ფუნქციები, რადგან საბჭო სწორედ მის დაქვემდებარებაში გადადის.

შეხვედრას არასამთავრობოები, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, ალბათ, და საფრთხილო ამ პროექტის მიხედვით, თუ რას გულისხმობს არსებული ჩანაწერი კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას პრემიერ-მინისტრის მიერ და რა კონკრეტული შედეგი ან გავლება შეიძლება ამ პოლიტიკურ მართვას ჰქონდეს სახელმწიფოში თითოეული ორგანოს ყოველდღიურ საქმიანობაში, რომლის უფლებამოსილებაც და მთავარი დანიშნულებაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა,“ - განაცხადა EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის იურისტმა, თამარ გვასალიამ.

დღის ამბები