01 მაისი 2024,   23:20
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე იბარებს. საპარლამენტო უმცირესობას შეკითხვები, სოციალურ მუშაკთა სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ხელილსუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ხშირად გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა, დაბალია ანაზღაურება და ვერ ახერხებენ ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. 

ელენე ხოშტარიამ ასევე ბავშვთა დაცვის საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან სისტემური კრიზისის აღმოსაფხვრელად ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავს.

„ბავშვთა დაცვის და ასევე სოც მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული სისტემური კრიზისი. ჩვენ არ მოგვისმენია ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია თუ რის შეცვლას აპირებს, რა სერვისების დამატებას აპირებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სეროზული მსჯელობა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები