26 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ იშლება - დავით ჭიჭინაძემ გუნდი ოფიციალურად დატოვა

უმრავლესობაში დაწყებულმა ძალთა გადანაცვლებამ  „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის ზღვარზე მიიყვანა. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დავით ჭიჭინაძემ ოფიციალურად დატოვა.

ჭიჭინაძის წასვლის შემდეგ, ირმა ინაშვილის თანაგუნდელებმა ერთ კვირაში უნდა მოძებნონ მისი შემცვლელი, წინააღმდეგ შემთხევაში ფრაქცია დაიშლება.

„ეს არის ყველაფერი ახლო მომავალის კონსულტაციების თემა. რასაკვირველია, ამაზე მსჯელობა აუცილებლად იქნება, მაგრამ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ პრაქტიკულს, ამას მე ჯერჯერობით, ცხადია, ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

გადაუგდებს თუ არა „პატრიოტებს“ მაშველ რგოლს „ქართული ოცნება“ ერთი დეპუტატის სახით - პარტიის პოლიტიკური მდივანი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, გუნდში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

„ჩვენ მზად ვართ თუ არა მივცეთ დეპუტატი, ეს გეგონება ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ - ხალხურიდან მაგონდება. ამ თემაზე საუბარი არ არის ზოგადად. ჭიჭინაძეს იმ პერიოდში უნდოდა უმრავლესობის დატოვება, დატოვა და გადავიდა იმ ფრაქციაში, გუნდის წევრი გახდა. გუნდის გარეშე ყოფნა პოლიტიკაში, განსაკუთრებით პარლამენტში, ძალიან რთულია. პიროვნულად, მე ვერ მივესალმები ვერანაირი ფრაქციის დაშლას,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები