26 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
"აბსურდია" - TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისი და მამუკა ხაზარაძის დაკავებას გამორიცხავს

„აბსურდია, მე მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“- ასეთია ბადრი ჯაფარიძის პასუხი კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა ის TBC ბანკის საქმეზე დააკავონ. TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელის განცხადებით, ბანკის საქმიანობა არის გამჭირვალე და სწორედ ამ მიზნით მივიდნენ ის და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, რომ დეპუტატებისთვის სრული ინფორმაცია მიეწოდებინათ.

რაც შეეხება ფულის გათეთრების საქმეს, რომელსაც პროკურატურა იძიებს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სესხი რომელიც ბანკმა აიღო წარმართული იქნა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ ინსტიტუტის ანგარიშზე.

„პირად ანგარიშებზე  როდესაც სესხულობ კომპანიას ის ფული უნდა ჩაგერიცხოს  პირად ანგარიშზე. საუბარი არის სად წავიდა მერე ეს ფული. სწორედ ამიტომ გვინდოდა კომიტეტზე მოგვეხსენებინა პარლამენტარებისთვის რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. საბედნიეროდ ყველაფერი გამჭირვალე გვაქვს. არაფერი დასამალი არ გვაქვს. ეს სესხი რომელიც ავიღეთ იქნა წარმართული მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტის ანგარიშზე. და თიბისი ბანკის კაპიტალში,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს TBC ბანკის საქმეზე. ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ თანხა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ კომპანია სამგორი M-სგან და სამგორი ტრეიდისგან სესხის სახით აიღეს, მათივე პირად ანგარიშებზე ჩაირიცხა.

საგამოძიებო უწყებაში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, კიდევ ერთი გვარი დასახელდა. პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება. ღაძაძე "თიბისი ბანკში" 1993 წლიდან მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე და პოსტი ე.წ. ფულის გათეთრების საქმის შემდეგ დატოვა. ის სამუშაოდ "თიბისი" დაზღვევაში გადავიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები