26 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი მძიმედ დააავადებული 17 წლის მოზარდის გადარჩენისთვის დახმარებას ითხოვს

17 წლის მოზარდის გადასარჩენად მშობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. ილიკო მაზმიშვილს სხვადასხვა სახის  მძიმე დაავადება აქვს. 7 დიაგნოზიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თირკმლის უკმარისობაა. ოჯახმა ერთადერთი შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა და მოზარდი გერმანიაში წაიყვანა. 5 თვის განმავლობაში მოზარდი კვალიფიციური ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა უცხოეთში დაზღვევის გარეშე დარჩენილებს, მოგროვილი თანხა მალევე დაეხარჯათ, შესაბამისად ოჯახმა ვეღარ შეძლო მკურნალობის გაგრძელება. 5 თვის თავზე დილას მათთან გერმანიის პოლიცია მივიდა და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა.

სამშობლოში დეპორტირებული ოჯახი მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფომ ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება საზღვრის კვეთის გამო მოუხსნა. 

ოჯახის დახმარებას მეზობლებიც ცდილობენ, თუმცა სოფელ შინდისში ზოგად გაჭირვებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ მიერ გაწეული დახმარება მხოლოდ მცირედით თუ შემოიფარგლება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები