02 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ დაწერა საკუთარი თავისთვის - ეკა ბესელია კობახიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრობს

„კობახიძის კაბინეტით შემოტანილი, ეს კაბინეტი რა არის, არ ვიცი. ავტორი წერია კობახიძის კაბინეტი და კაბინეტი ამზადებს ამ პროექტს? პირდაპირ დაარქვან სახელი იუსტიცის საბჭოს კაბინეტი," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია  კობახიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. 

ბესელიას შეფასებით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეების კლანის კონტროლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.

სასამართლო სისტემის რეფორმის განსახილველად ეკა ბესელია ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ბესელიას შეფასებით, კანონპროექტი იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძოლას არ შეწყვეტენ. ბესელიას თქმით, ყველა პოლიტიკური ფორმა იქნება გამოყენებული, მათ შორის სასამართლო დავები. 

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი"ეს პროექტს, რომელიც კობახიძემ შემოიტანა პირდაპირ აწერია, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ დაწერა საკუთარი თავისთვის. ეს არის ასეთი სახელდებით, რომ საკუთარი ჯგუფის მოსამართლეებისთვის დაწერეს პროექტი, სადაც ჩაწერეს, რომ ვერავინ გარედან ვერ მიიღებს მონაწილეობას, მხოლოდ ისინი, ვისაც აქვთ მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული, ან ვისაც იმდენი წელი აქვს ნამსახურები და იმდენი წელია გასული მოსამართლის საქმიანობიდან, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ ძალადობრივი რეჟიმის პერიოდს და არა იქამდე, ვინც იყო. ყველაფერი მორგებულია საკუთრ ინტერესებს. ამ პროექტის მიღება ძალიან სახიფათოა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები