04 მაისი 2024,   01:05
ვრცლად
კვარაცხელია ნაცემია, ნაწამები, გვაქვს ეჭვი რომ ის არის მოკლული - წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ დაიცავს. სწორედ ცენტრის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტი იყო ჩართული ცხედრის ექსპერტიზაში. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 29 წლის ახალგაზრდა სასტიკად ნაცემია და მომხდარს საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ თბილისის მხრიდან საერთშორისო არენაზე პასიურობის მიზეზი რუსეთთან ფარული შეთანხმება იყოს.

"ჩვენი მონაცემებით ეს ადამიანი იქნა ნაცემი და ნაწამები და გვაქვს დიდი ეჭვი რომ ეს ადამიანი იქნა მოკლული, პრაქტიკულად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა. ხელისუფლება არ წევს ამ საკითხს წინა პლანზე რომ საერთაშორისო ორგანზიაციებისთვის, მათ შორის დონორი ორგანიზაციებისთვის, ეს იყოს პრიორიტეტული,"-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები