26 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
„რუსეთის მიზანია, უკრაინაში საარჩევნო პროცესის სრული დელეგიტიმაცია მოხდეს" - რასმუსენი

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში და კრემლის სავარაუდო ჩარევა - ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ეს საკითხი მსჯელობის მთავარი თემა იყო.

კენჭისყრა უკრაინაში 31 მარტს არის დანიშნული. მოწვეული ექსპერტების აზრით, არსებობს რეალური შანსი, რომ მოსკოვმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს.

სწორედ ამიტომაც შეიქმნა პლატფორმა, რათა ევროპასა და ამერიკაში მოხდეს საჭირო ინფორმაციის მაქსიმალური გასაჯაროება.

როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რუსეთის მიზანია, არამხოლოდ ის რომ უკრაინას ჰყავდეს ლოიალური პრეზიდენტი, არამედ მთავარი მიზანია, მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების დელეგიტიმაცია.

რასმუსენი-ის სურათის შედეგი„რუსეთის მიზანია, უკრაინაში საარჩევნო პროცესის სრულად დელეგიტიმაცია, მოსკოვს სურს ძირი გამოუთხაროს გამარჯვებულის რეპუტაციას, და გააჩინოს ეჭვი უკრაინელი ხალხსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი. რუსეთი აძლიერებს ნარატივს იმის შესახებ, რომ უკრაინა არის არშემდგარი ქვეყანა და მისი ინსტიტუციების ნდობა არ შეიძლება. სადაც ყველაფერი იყიდება, მათ შორის არჩვენების შედეგებიც. ეს ის სურათია, რომელიც რუსეთს უნდა უკრაინელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს,” - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რუსეთს ისევე როგორც საქართველოს, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს, უკვე ნიშნავს არჩევნებში ჩარევას, რადგან უკრაინაში არიან მოქალაქეები, რომლებიც ოკუპაციის გამო ვერ მოახერხებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 

დეივიდ კრემერი-ის სურათის შედეგი„ყირიმსა და დონბასში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უკრაინა იგივე ვითარებაშია, როგორშიც საქართველო, სადაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული არასასურველი გარე ძალების მიერ. მხოლოდ ეს ფაქტი უკვე წარმოადგენს არჩევნებში ჩარევას. უკრაინაში არიან მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში და ეს შეცვლის შედეგებს. ჩარევაა ასევე უკრაინელების უფლებების შეზღუდვა განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, აირჩიონ საკუთარი ლიდერები. 2014 წლიდან დღემდე პუტინის ქვეშ რუსეთს მთელი რიგი აქტივობები არის სწორედ ჩარევა არჩევნებში“-განაცხადა ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერმა.

დღის ამბები