26 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებს გადახედავს

ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს შეხვდა. დავით სერგეენკომ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. შეხვედრას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დევნილთა ნაწილი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების გადახედვას მოითხოვს.

მინისტრი დევნილებს დაჰპირდა, რომ სამინისტრო კრიტერიუმების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს და ამ პროცესში თავად იძულებით გადაადგილებული პირებიც ჩაერთვებიან. 

დღის ამბები