26 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ხანძარი დიდ დიღომში - ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებულს, პალატაში დაკითხავენ

ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში - დაშავებული ზურაბ მჭედლიძე, რომელიც ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებულად მოიაზრება, რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზურაბ მჭედლიძეს სამართალდამცველები, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.

"კურიერის" შეკითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა ხანძრის გაჩენის დროს საწყობში, ზურაბ მჭედლიძე არ პასუხობს და ამბობს, რომ მხოლოდ ადვოკატის მისვლის შემდეგ ისაუბრებს.

კლინიკა „ვივა მედში“, სადაც დაშავებული მკურნალობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა. დაწვეს თუ დაიწვა - ეს არის კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები