26 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ეს არის პერსონალიების კრიტიკა, არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები - წულუკიანი მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე საუბრობს

პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე თეა წულუკიანმა დილა გლდანის ციხეში მისვლით დაიწყო.

ბადრაგის თანამშრომლებისთვის უნიფორმების გადასაცემად იუსტიციის მინისტრმა სწორედ დღევანდელი დღე შეარჩია.

სავარაუდოდ, ციხეებისა და საპყრობილეების კონტროლი და სისტემის რეალური მართვის უფლება იყო, სწორედ ის, რის გამოც თეა წულუკიანმა საკუთარ გუნდსა და პრემიერს ულტიმატუმი წაუყენა.

იყო თუ არა წულუკიანის ეს ნაბიჯი დემონსტრაციული, იუსტიციის მინისტრი არ აზუსტებს. წულუკიანმა კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე გააკეთა, რომელიც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევას გულისხმობს.   

„ჩვენ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ ის, რომ ის კანონპროექტი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ შემუშავებული პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის მოთხოვნებს და ევროპულ სტანდარტებს. დანარჩენი რა კრიტიკაც ისმის, ეს არის პერსონალიების კრიტიკა და არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები ერთმანეთში,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა რეალურად მურუსიძე და ჩინჩალაძე პრობლემა სასამართლო სისტემაში, წულუკიანი ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და სჯობს ამაზე პარლამენტში ისაუბროს.

დღის ამბები