26 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
ავსტრიაში ჩამოწოლილმა ზვავმა რამდენიმე მოთხილამურე ქვეშ მოიყოლა

ავსტრიის ალპურ ზონაში ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე მოთხილამურე ქვეშ მოიყოლა. ინცინდენტის ამსახველი კადრები ერთ-ერთი ტურისტის ჩაფხუტებზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ მოთხილამურეები მთის წვერიდან აპირებდნენ დაშვებას, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა.

ტურისტების დასახმარებლად ადგილზე სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. მაშველებმა დაშავებულები ვერტმფრენებით ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების განცხადებით, ტურისტებს მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ.

დღის ამბები