26 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი - ოპოზიციის მტკიცებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დისკრედიტაციას ცდილობს 

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დისკრედიტაციას იწყებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის და მამუკა ხაზარაძის კრიტიკას საკუთარი გამოსვლის ძირითადი დრო დაუთმო.

მაია ცქიტიშვილმა, ფაქტობრივად, ღიად თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ალბათ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, უკმაყოფილოა პროექტის მიმდინარეობით.

მთავრობის ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ კონსორციუმი ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განცდა, თითქოს მთავრობა კონკრეტულ ინვესტორს ებრძვის. მინისტრის განმარტებით, რეალურად პროექტს პრობლემები პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრამდე შეექმნა.

ოპოზიციას აინტერესებდა, აფერხებს თუ არა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას და ასევე, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ალტერნატიული ინვესტორის შერჩევას უკავშირდებოდა.

იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი პროექტს თავს ვერ გაართმევს, ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლებას ახალი ინვესტორის მოძიება მოუწევს. მთავრობის ვიცე-პრემიერმა დღეს საპარლამენტო მოსმენაზე აღიარა, რომ ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესების რუსეთს აქვს.

შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად დღეს მაია ცქიტიშვილმა ოპერატორი კონსორციუმის მიერ შერჩეული კომპანია დაასახელა, რომლის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დამატებით გარანტიებს ითხოვენ.

მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ პროექტი დათქმულ ვადებში ვერ განხორციელდება, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ანაკლიამდე საავტომობილო და სარკინიგზო გზების მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები