26 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს შენობა იწვის - მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია

კოსტავას 12 ნომერში სასტუმრო "გუცას" შენობა იწვის. ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის. 

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია. 

დღის ამბები