26 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
მალერის გუნდმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიება დაასრულა

შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

ანგარიში რობერტ მალერმა უკვე გადასცა ქვეყნის გენერალურ პროკურორს. ახლა სწორედ უილიამ ბარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გამოქვეყნდება თუ არა დასკვნა.

დოკუმენტის გადაცემის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა კონგრესის ლიდერებს წერილი გაუგზავნა და განმარტა, რომ დასკვნის შესწავლის შემდეგ მის ძირითად ნაწილებს ორივე პალატის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელებს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.

გავრცელებული ცნობით, ანგარიში ახალი საბრალდებო ოქმების შესახებ რეკომენდაციას არ მოიცავს.

რობერტ მალერის გუნდმა გამოძიების ფარგლებში ბრალი სულ 34 ადამიანს წარუდგინა, მათ შორის 6 ტრამპის გარემოცვის წევრია. 

დღის ამბები