17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს - ირაკლი კობახიძე ლადო კახაძეზე 

„ლადოს კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში, ლადო კახაძე დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

მისი თქმით, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გუნდში საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა მსჯელობა და ეს მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება არ იყო.

„ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი, როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იყრის.

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

დღის ამბები