19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"როცა ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას - ბაბუ!..." - მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ჩემს ასაკში უკვე, როცა შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას - ბაბუ!“ - ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლადო კახაძემ გააკეთა.

ლადო კახიძე „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. კახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც შეთავაზებას დათანხმდა. 

კახაძეს თქმით, კანდიდატებთან უშუალო მოლაპარაკებებს "ქართული ოცნება" აწარმოებდა, ხოლო ივანიშვილი დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში ნახეს. 

„ჩემს ასაკში უკვე, როცა შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას - ბაბუ! რომ დაგიძახებენ და მთელი შენი მინავლებული ენერგია თავს მოიყრის და ამ დიდებულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად, ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს და განსაკუთრებული მზრუნველობა შვილების და შვილიშვილების მიმართ,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

კითხვაზე, ვისგან მიიღო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შეთავაზება, ლადო კახაძემ განაცხადა - „ოჯახისგან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება“.

გარდა მთაწმინდის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებისა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შუალედური არჩევნებში მერობის კანდიდატებიც დაასახელა.

განცხადება ასევე გააკეთა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ის პოლიტპატიმარი იყო, ხოლო გათავისუფლების შემდეგ მხარი დაუჭირა „ოცნებას“.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.

დღის ამბები