26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ხმაური ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე - ადგილობრივები სოფელ გელათისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ 

ხმაური ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე - ტყიბულის რაიონის სოფელ გელათის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები დასახლების სახელის შეცვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, 2013 წელს დასახლება სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რის გამოც საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადების დროს პრობლემები ექმნებათ. ასევე პრობლემა შეექმნა ადგილობრივ სასტუმროებსაც, ვინაიდან სოფელი გელათი ტურისტულ ზონად ითვლებოდა, სახელწოდების შეცვლამ კი მათი ფასები ვარდნა გამოიწვია. ადგილობრივების განცხადებით, შემცირდა უძრავი ქონების ღირებულებაც.

მათვე თქმით, მერიას და საკრებულოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„შეგვექმნა პრობლემები როგორც საჯარო რეესტრში, ასევე სხვა და სხვა სტრუქტურებში, სადაც ოფიციალური დოკუმენტები იყო საჭირო. ჩვენი დასახლება შედიოდა ყოველთვის სოფელ გელათში და იყო ტურისტულად აქტიური ზონა. ჩვენთან არის სასტუმროებიც, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა იმის გამო, რომ სხვა სოფელს მიაკუთვნეს,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კახაბერ კვირიკაშვილი.  

მოძრაობა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

დღის ამბები