04 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან - ნინო ლომჯარია

სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ნინო ლომჯარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოებთან არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების უკან. ომბუდსმენის განცხადებით, როდესაც მთავარი პროკურორი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება, მას არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

Image may contain: 1 person, text„იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი არ შევუწყოთ იმ ადამიანებს, ჯგუფებს, ვინც კადრების გავრცელების უკან დგანან, რომ ეს კადრები გავრცელდეს და ადამიანები იყვნენ ტერორში. დღესაც პროკურატურასთან გვაქვს შეკითხვები პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, სადაც დაუდგენელია ვინ ატვირთა, ვინ არის ინიციატორი კადრების ატვირთვის და გავრცელების, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავარ პროკურორსაც, როდესაც პარლამენტში მოხსენებით წარდგენა, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსნებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ფარული კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები