26 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
რუსეთის სამხედრო სწავლებები ანექსირებულ ყირიმში გაიმართა

რუსეთის სამხედრო სწავლებები ანექსირებულ ყირიმში - საზღვაო წვრთნაში, რომელიც ქერჩის სრუტესთან გაიმართა 1500 მედესანტე, 300 ერთეული მძიმე ტექნიკა, ავიაცია და სამხედრო გემები მონაწილეობდა. სწავლებები უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა 2014 წელს მიიერთა. ამის გამო ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს, რომლებიც დღემდე ძალაშია.

დღის ამბები