04 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ქობულეთში ორი პოლიციელი სცემეს

ქობულეთში ორი პოლიციელი სცემეს. მათ ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც 30-მდე მოჩხუბარ ახალგაზრდას აშველებდნენ. დაკავებულია ერთი პირი. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

პოლიცილების ცემისთვის იძებნება კიდევ ერთი ახალგაზრდა, მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ნაცემი სამართალდამცველები კლინიკაში გადაიყვანეს.

დანაშაული 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები