26 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
"დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გააპროტესტებენ

"დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!" - ამ სლოგანით აქცია იგეგმება დღეს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრებილები ვაკეში მშენებლობაზე მომხდარ ფაქტთან ერთად გააპროტესტებენ მთავრობის ეკონომიკურ ექსპერიმენტებს, მის არასწორ პოლიტიკასა და უმოქმედო შრომის კოდექსს, რასაც ადამიანები ეწირებიან. მთავარი მოთხოვნაა შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დაუყოვნებლივ მიენიჭოს. აქციის ორგანიზატორები პროფკავშირები და სოლიდარობის ქსელია. მათ მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

"ჩვენ კონკრეტულად მოთხოვნები გვქონდა შრომის ინსპექციის განვითარების მიმართულებით რაც უნდა გაკეთებულიყო. ეს შედეგი დღევანდელი არის დაგვიანების შედეგი," - პროფკავშირების აქტივისტი, გიგა ბექაური.

დღის ამბები