03 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებული ვიეტნამელი ქალი სიკვდილით დასჯას გადაურჩა

კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებული ვიეტნამელი ქალი სიკვდილით დასჯას გადაურჩა.

მალაიზიის სასამართლომ დაკავებულს განზრახ მკვლელობის ბრალდება შედარებით მსუბუქი მუხლით შეუცვალა და 3 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის უმაღლესი ზომის თავიდან ასაცილებლად ქალმა ბრალიც აღიარა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული შესაძლოა მომავალ თვეს გაათავისუფლონ კიდეც, რადგან მას სასჯელის უმეტესი პერიოდი უკვე მოხდილი აქვს.

კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 2017 წლის თებერვალში მოკლეს. 

 

დღის ამბები