03 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას რუსული ავიაკომპანიის "ეს სევენის" მფლობელი ემსხვერპლა

გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას რუსული ავიაკომპანიის "ეს სევენის" მფლობელი ემსხვერპლა. რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ნატალია ფილევა ადგილზე დაიღუპა.

უბედური შემთხვევა ეგელსბახის აეროპორტთან მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც დაშვებას აპირებდა, გაურკვეველი მიზეზის გამო, კატასტროფა განიცადა. ფილევასთან ერთად დაიღუპა მისი მამა და პილოტი. ბორტზე მათ გარდა არავინ იმყოფებოდა.

კატასტროფის გამომწვევ მიზეზს რუსი სპეციალისტების მონაწილეობით საერთშორისო კომისია დაადგენს. 

დღის ამბები