03 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
მედიით გავრცელებული ცნობები მოლაპარაკებებისა და მემორანდუმების გაფორმების შესახებ დეზინფორმაციაა - ზელენსკის მრჩეველი

მსახიობი ზელინსკი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ პოროშენკოს არჩევნებს 15 პროცენტით უგებს. ცენტრალურიმა საარჩევნო კომისიამ ხმების 70% უკვე დათვალა. ცნობილი სატელევიზიო შოუს "კვრატალ 95"-ის მსახიობის შტაბში გამარჯვებას უკვე ზეიმობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ტურში, ზელინსკი პოროშენკოს დაამარცხებს და უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი გახდება.

რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს მიერ მიღებულ ხმებს.  როგორც ზელენსკის შტაბში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის არჩევნების მეორე ტურისთვის არ იგეგმება ტიმოშენკოსთან გაერთიანება.

„მედიით გავრცელებული ცნობები სხვა კანდიდატებთან მოლაპარაკებებისა და მემორანდუმების გაფორმების შესახებ დეზინფორმაციაა, რომლის გამოყენებასაც ჩვენს წინააღმდეგ კონკრეტულად კი  ვლადიმერ ზელენსკის წინააღმდეგ ცდილობენ. თუმცა, მზად ვართ, რომ ბევრთან ვითანამშრომლოთ და ყველაფერი საჯარო იქნება,“-განაცხადა ზელენსკის მრჩეველმა დიმიტრი რაზუმკოვიმ.

სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია იულია ტიმოშენკოს. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ტიმოშენკო საკუთარ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს.

უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს უკვე აფასებენ სხვადასხვა ორგანიზაციები. დამკვირვებლების შეფასებები უკრაინაში"ფრიდომ ჰაუსის" ბიუროს დირექტორმა შეაჯამა.

მეთიუ შააფი ამბობს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო. 

დღის ამბები