03 მაისი 2024,   00:59
ვრცლად
პოროშენკო ევროკავშირის ლიდერებს შორის არის, მეორეს მხრივ ჰყავს გუნდი, რომელიც ყელში ამოუვიდა საზოგადოებას - გიორგი ვაშაძე

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე გადაწყვეტილია. როგორც მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე ამბობს, უკრაინაში პოლიტიკური ცვლილებების დროა.

მისი თქმით, მან პირდაპირ მისცა რჩევა პეტრო პოროშენკოს, რომ უკრაინელ ხალხს სიახლე სჭირდება.

ვაშაძის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ პეტრო პოროშენკოს გუნდმა საკუთარი თავი ამოწურა და გუნდი დაძველდა.

„ეს არის პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიცემული ხმა. სიახლის სასარგებლოდ მიცემული ხმა. დაძველდა ეს გუნდი. ევროპაში უმაღლეს ლიდერებს შორის არის პოროშენკო, ევროკავშირის ლიდერებს შორის არის, მეორეს მხრივ ჰყავს გუნდი, რომელიც ყელში ამოუვიდა საზოგადოებას და ამ არჩევნებმაც ეს აჩვენა, რომ ამოიწურა ამ გუნდმა საკუთარი თავი. ამასაც ეს გამოწვევა აქვს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ უნდა შეცვალოს და ამ რეკომენდაციას პირდაპირ ვაძლევ მას, რომ აუცილებელია ეს სიახლე,“- აცხადებს პოროშენკოს მრჩეველი გიორგი ვაშაძე.

საარჩევნო კომისიამ ხმათა 80%-ზე მეტი დათვალა. უკრაინის პრეზიდენტის ასარჩევად  მეორე ტურის გამართვა გარდაუვალია.  პირველი ტურის ლიდერი იუმორისტი და ტელეპროექტ „კვარტალ 95“-ის წამყვანი ვლადიმერ ზელენსკია.

მან ორჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

დღის ამბები