03 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
"ხელისუფლება ვერანაირად ვერ არის თავის მატორზე" - გოგი წულაია სოციალური მუშაკების აქციას შეურთდა 

სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება - ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან, მიღებული გადაწყვეტილებების წერილობით დაზუსტებას ელოდებიან. 

სოციალური მუშაკები გაფიცულები არიან ქვეყნის მასშტაბით. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს ქუთაისში გაიმართა. ისინი დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წინ შეიკრიბნენ. და სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

„გადმოიდგა გარკვეული ნაბიჯები ჩვენი დამსაქმებლის მხრიდან. ველოდებით უფრო დაზუსტებულ, წერილობით ასახულ გადაწყვეტილებებს, რაც მიიღო სამინისტრომ გაფიცვის რეჟიმში, მათ გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებული, რამდენად შევწყვეტთ და დავუბრუნდებით ჩვენს სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა სოც.მუშაკმა სოფიო ძიგრაშვილმა.

სოციალური მუშაკების აქციას გოგი წულაია შეუერთდა. ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ხელისუფლებას უგუნურს უწოდებს. 

„იმერულ ესკიზებშია, უჯიკე ბიჭოო, ვერ უჯიკებს და შენ თვითონ საჯიკებელი ხარო ვის უჯიკებო ისეა, სოციალურად დაუცველებთან უშვებენ თვითონ სოციალურად დაუცველებს. ეს არის უკვე ტრაგედია და ეს არის ქვეყნის უკუღმა მართვა და მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ არის თავის მატორზე და არის უგუნური,“ - აცხადებს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

დღის ამბები