03 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

დაკავებული კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორია. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს, კონცერტის გამართვა შესთავაზა.

თანხმობის მიღების სანაცვლოდ კი საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2 ათას 500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

დღის ამბები