04 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
ძალადობა პოლიციელის მხრიდან-იურისტის მტკიცებით ე.წ. ბრაკონიერებს რომლებსაც რეინჯერმა ესროლა, სამართალცამავებმა სცემეს

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი" გურჯაანის რაიონულ პოლიციას პატიმრის სასტიკად ცემასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია რეინჯერ ბესო შუბითიძის დაჭრის საქმეზე. იურისტი ამბობს, რომ ცეცხლი თავდაპირველად ბრაკონიერების მისამართით გახსნა რეინჯერმა და ზურგის არეში ხუთი ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ამჟამად გლდანის ციხეშია მოთავსებული. ადვოკატი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საქმეში საუბარია იმაზე, რომ ბრაკონიერები თავს დაესხნენ რეინჯერს და მან თავდაცვის მიზნით გაისროლა, მაშინ გაუგებარია რატომ აქვს ჭრილობები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურგის არეში. არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

„იმ ადამიანს, რომელიც ბრაკონიერად იყო წარმოჩენილი, დაახლოებით ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში და გამორიცხულია, რომ თუ ეს ადამიანი იყო თავდამსხმელი და  გარემოს დაცვის თანამშრომელი შუბითიძე იცავდა თავს თავდამსხმელისგან ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია, რომამ ე.წ. ბრაკონიერს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდეს ზურგის არეში. როდესაც პოლიციელებმა დააკავეს გურიაშვილი და ინაშვილი, ასევე სხვა ორ პირთან ერთად მათ მოექცნენ სასტიკად. და ცემით და არაადამიანური მოპყრობით ისინი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის შენობაში. რატომ აგრძელებენ ის პოლიციელები მაინც ვისი იდენტიფიცირებაც მოახდინა  ბატონმა უჩა ინაშვილმა და ამის  შესახებ აცნობა დაკითხვის დროს პროკურატურას, ეს ადამიანები არიან  პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური და ერთ-ერთი  პოლიციელი ალექსანდრე შაკიაშვილი.  ჩვენი მოთხოვნაა რომ ეს ორი პოლიციელი გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორცილებას,“-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

პოლიცის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს ერთ-ერთი ბრალდებული. უჩა ილაშვილი აცხადებს, რომ მას აიძულებდნენ ჩვენება მიეცა მისი თანხმლები პირის თორნიკე ტურიაშვილი მიმართ, თითქოს ის დაესხა თავს რეინჯერს რომელიც იძულებული გახდა გაესროლა. მისივე თქმით რეალურად კი რეინჯერმა ბესო შუბითიძემ გახსნა მათი მისამართით ცეცხლი. 

დღის ამბები