04 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
საბანკო რეგულაციების ძირეულ გადასინჯვას ხელისუფლება არ გეგმავს

საბანკო რეგულაციების ძირეულ გადასინჯვას ხელისუფლება არ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, რეგულაციების დაწესება იყო პასუხისგებლიანი ნაბიჯი იყო მთავრობის მხრიდან. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ამან რაიმე მიმართულებით ხარვეზები გამოიწვია, მამუკა ბახტაძის თქმით, მცირედი ცვლილებები გატარდება, თუმცა, რეგულაციები არ გაუქმდება.

მამუკა ბახტაძე-ის სურათის შედეგი„რაც შეეხება დაფინანსებას და იპოთეკურ სესხებს, მე მივესალმები, რომ ლარში რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე და ეს არის ერთადერთი სწორი გზა," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განვადებების რაოდენობების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს."

"რაც შეეხება, განვადებებს მაღაზიებში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. მე ნამდვილად არ ვიცი ჩვენი კანონმდებლობა რამდენად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს. მე მივესალმები ყველაფერს, რომელიც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისგებლიანი დაკრედიტების სისტემა და წინასწარ, გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. პასუხისგებლიანი დაკრედიტების სისტემის პოლიტიკას განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, აქვთ ძალიან მაღალპასუხისგებლიანი მიდგომა ასეთი საკითხებისადმი და თუ სტატისტიკამ დაადასტურა, რომ მცირედი კორექტირებები არის შესატანი რეგულაციაში, ბუნებრივია, ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაყიდვები განახევრდა, ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩა და მილიონიანი ბიზნესს გაკოტრების საფრთხე დაუმუქრა. ამ საფრთხეებზე დეველოპერული კომპანიები საუბრობენ და მთავრობას რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ სამშენებლო კომპანიების ნაწილი შიდა განვადებაზე გადავიდა, თუმცა მათ კლიენტის შემოსავლებზე ბანკისგან განსხვავებით წვდომა არ აქვთ, რაც რისკებს ზრდის.

ექსპერტების აზრით, იპოთეკური სესხების მკვეთრი შემცირება აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

ამავე თემაზე
დღის ამბები