01 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
მძიმე კრიმინოგენული ვითარება გორის რაიონის სოფლებში - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათამდე რქოსანი მოიპარეს

მძიმე კრიმინოგენული ვითარება გორის რაიონის სოფლებში - მუნიციპალიტეტიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათამდე რქოსანი მოიპარეს. გაძარცული სოფლების მცხოვრებლები კრიმინალური 90-იანების დაბრუნებაზე საუბრობენ.

სოფელ რეხაში ვასიკო ქობულაშვილის მიერ საბალახოდ დაბმული პირუტყვი ქურდებმა შუადღეს გაიტაცეს. სავარაუდოდ, გამტაცებლებმა საქონლის წასაყვანად მაღალი გამავლობის მანქანაც გამოიყენეს.

ქობულაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ 112-ში მალევე დარეკეს, თუმცა გამომძიებლები რეხაში მხოლოდ საღამოს ჩავიდნენ.

სოფელ რეხას მსგავსად მძიმე კრიმინოგენური ვითარება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თედოწმინდაშიც, სადაც ერთ ღამეში, ერთი ოჯახიდან 5 ხბო მოიპარეს.

ადგილობრივები, რომლებიც თავს მესაქონლეობით ირჩენენ ამბობენ, რომ ეს ძროხების ქურდობის ერთადერთი შემთხვევა არ არის.

ადგილობრივ თვითმმართველობებში პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ და სამართალდამცველებს აკისრებენ.

ორივე სოფელში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დამნაშავეს დაადგენს - მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლებას აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები