30 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
„ვურჩევ მთლიანად საქართველოს, რომ ბარსელონაში არ ჩამოვიდნენ" - საქართველოს მოქალაქე

„ვურჩევ მთლიანად საქართველოს, რომ ბარსელონაში არ ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ ყველას უკან გაგიშვებენ ისე, რომ არაფერს გეტყვიან. სკოლაშიც ვერ იცხოვრებ, ქუჩაში თუ დაიძინებ, ბავშვებსაც წაგართმევენ, ქუჩაში ისეთი პირობებია შექმნილი ქართული მთავრობის მიერ,“ - ამის შესახებ ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

ის თანამოქალაქეებს ურჩევს, რომ ბარსელონაში არ ჩავიდნენ, რადგან მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, იქ ქართველებს ცუდ პირობებს უქმნიან. 

ბარსელონაში მცხოვრებმა „კურიერთან“ სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. მისი თქმით, დაკავებულებს შორის ისეთებიც არიან, ვისაც საერთოდ დარღვევა არ აქვს. ის სასამართლოსთან იმყოფებოდა, სადაც დაკავებული ქართველების პროცესი იმართება. 

„1000-მდე სპეცრაზმელი იყო. ვისაც ახლდნენ ქართველი სპეცრაზმელებიც, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ეკეთათ სპეციალური აპარატი, რადგან ჩვენი ლაპარაკი ჩუმად მოესმინათ და ეს გადაეთარგმნა თარჯიმანს. შემოვიდნენ იარაღებით. იცოდნენ, ბავშვებიც რომ იყვნენ იმიტომ, რომ მანამდე 25 რიცხვში პოლიცია იყო მოსული, უნდა დაეცალათ სკოლა, მაგრამ სასამართლომ ასეთი განჩინება გამოიტანა, რომ ამ ხალხს ცოტა ხანი კიდევ ეცხოვრათ. „კრიშებიდან“ ჩამოვიდნენ, ავტომატებით იდგენენ სპეცრაზმელები „კრიშებზე.“ ხალხი დააბეს, არაკრიმინალები, ისეთი ხალხი იყო იქ, რომ დარღვევა არ ჰქონდათ, საიდან მოიყვანეს, როგორ მოიყვანეს ეს ხალხი, არ ვიცით. ტყუილად წაიყვანეს ბევრი ხალხი, რომელთაც არ უშვებენ და აძლევენ დეპორტს,“ - განაცხადა „კურიერთან“ ბარსელონაში მცხოვრებმა მოქალაქემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები