04 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
ამერიკის 20-მა შტატმა ტრამპს კედლის მშენებლობისთვის სასამართლოში უჩივლა

ამერიკის 20-მა შტატმა დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაა.

მოსარჩელეები უკანონოდ მიიჩნევენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობას, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი დოლარი კედლის მშენებლობას მოხმარდეს და სასამართლოსგან ამ ინიციატივის დაბლოკვას სთხოვენ.

პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის საოლქო სასამართლოში იმ დროს დარეგისტრირდა, როდესაც თავად დონალდ ტრამპმა მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში ტურნე დაიწყო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მესაზღვრეებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიგრანტებს ვეღარ მიიღებს და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონსაც გაამკაცრებს.

დონალდ ტრამს საზღვართან მიგრანტები საპროტესტო აქციებით დახვდნენ. 

დღის ამბები