04 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
საბერძნეთში მიგრანტების ნაკადის შეჩერებას შეტაკებები მოჰყვა

საბერძნეთში მიგრანტების ნაკადის შეჩერებას შეტაკებები მოჰყვა.

ათობით არალეგალმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა, რისი საშუალებაც მათ მესაზღვრეებმა არ მისცეს, რასაც შეტაკებები და არეულობა მოჰყვა.

ბერძენმა სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მომხდარის გამო მიგრანტების ჯგუფმა ათენში საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ რკინიგზის სადგური გადაკეტეს და საბერძნეთის ხელისუფლებას საზღვრის გახსნა მოსთხოვეს, იმ მიზნით რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამგზავრება შეძლონ.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბალკანეთის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილი ხალხი საბერძნეთში შექმნილ მიგრანტთა ბანაკებში ცხოვრობს.

დღის ამბები