04 მაისი 2024,   05:55
ვრცლად
მიკ ჯაგერს გულის ოპერაცია გაუკეთეს

მიკ ჯაგერს გულის სარქველის შეცვლის ოპერაცია ჩაუტარდა.

75 წლის მუსიკოსმა ტვიტერზე დაწერა რომ თავს კარგად გრძნობს და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როლინგ სთოუნზის ლიდერმა ფანებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა, რომ ჯანრთელობის პრობლემების გამო, საკონცერტო ტურნეს გადადება მოუწია და აღნიშნა, რომ მსმენელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

ლეგენდარული ჯგუფის საკონცერტო ტურნე შეერთებულ შტატებსა და კანადაში 20 აპრილს უნდა დაწყებულიყო. უკვე ცნობილია რომ ტურნე ივლისში დაიწყება. პირველი კონცერტის ზუსტ თარიღს ჯგუფის აგენტი მოგვიანებით დააანონსებს.  

დღის ამბები