03 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
ესპანეთში თოვლი მოვიდა - თოვლმა სამოსიერას რეგიონში პრობლემები შექმნა

ესპანეთში თოვლი მოვიდა. უჩვეულო ამინდი სამოსიერას რეგიონს დაატყდა თავს, რასაც გზების ჩაკეტვა მოჰყვა.

მთავარ მაგისტრალზე თოვლის გამო ჯაჭვური ავარიაც მოხდა. ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები საავადმყოფოეში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯაჭვური ავარიის გამო, ცენტრალური მაგისტრალი 5 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, სამოსიერას რეგიონში აღარ მოთოვს, თუმცა, ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.

დღის ამბები