04 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
მასშტაბური წყალდიდობის გამო, ირანის ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა გააფართოვა

მასშტაბური წყალდიდობის გამო, ირანის ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა გააფართოვა.

გადაუღებელი წვიმა დაზარალებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. მოსახლეობას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დამატებით 10-მდე ქალაქისა და სოფლის დატოვება უბრძანეს.

ხელისუფლებამ დამბებიც გახსნა, რადგან წყლის დონემ უკვე საშიშ ნიშნულს მიაღწია.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 70-მდე გაიზარდა.

სტიქიას ირანი, თითქმის, სამი კვირაა, ებრძვის. წყალდიდობამ 2 ათასამდე ქალაქი და სოფელი დააზარალა, დანგრეულია ათასობით შენობა, ხიდი და მაგისტრალი.

დღის ამბები