04 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატოში - თურქეთის მმართველი პარტიის ლიდერი

"ყველამ უნდა გაიაზროს თურქეთის როლი ნატოში" - ეს განცხადება თურქეთის მმართველი პარტიის მდივანმა, ომარ ჩელიქმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

მაიკ პენსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატო-ს მნიშვნელოვან წევრად დარჩეს. მან ერდოღანს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შეძენაზე.

თურქეთის  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მდივანმა განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ეს ქვეყანა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე მოეთხოვებოდა.

„აშშ-ს ხელმძღვანელობა დიდი ხანია ნატოს აკრიტიკებდა. ახლა კი აქცენტს აკეთებენ ნატოს მნიშვნელობაზე. თურქეთის ნატოს წევრობაზე მუდმივი დავა ნატოს ძირითადი ღირებულებების შესახებ დავაა. თუ თურქეთს ნატოდან გარიცხავთ, ქვეყანა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, სისუსტეს არ გამოავლენს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა, ნატოს დააკლდება ის უზარმაზარი წვლილი, რომელიც თურქეთს შეაქვს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა ომარ ჩელიქმა. 

 

დღის ამბები