03 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
ვაზიანის სამხედრო დასახლებას ერთი წელია, სასმელი წყალი არ მიეწოდება

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ადგილობრივები ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივიან.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთი წელია, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, მოშლილია საკანალიზაციო ქსელი და რამდენიმე კორპუსში დაზიანებულია სახურავი, რის გამოც სახლებში წყალი ჩადის.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, არავინ დაინტერესებულა.

ადგილობრივებს მერის წარმომადგენელი პრობლემების უახლოეს მომავალში მოგვარებას დაჰპირდა.

დღის ამბები